ახალი ამბები
,,გორმედმა'' ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებში მუშაობა განაახლა
,,გორმედმა'' ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებში მუშაობა განაახლა.

ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა სრული დატვირთვით 1 დეკემბრიდან მუშაობს:

,,სამედიცინო კლინიკების ქსელმა "გორმედმა" 1 დეკემბერს ყველა მიმართულებით განაახლა პაციენტების მიღება და სრული დატვირთვით აგრძელებს შიდა ქართლის მოსახლეობისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც კლინიკის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რეანიმაციული და ქირურგიული სერვისების მიმწოდებლებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დაამტკიცა

,,სწორედ ამიტომ, სამედიცინო ქსელის დაწესებულებებმა (გორში, ქარელში, ხაშურში) ბოლო 2 თვეში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და სრულად განაახლა სამედიცინო აპარატურა, რაც ნამდვილად ახალი შესაძლებლობაა სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისთვის. ამ ხნის განმავლობაში, პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამედიცინო ქსელი რეანიმაციული და ქირურგიული მიმართულებით პაციენტების მიღებას არ ახორციელებდა. 1-ლი დეკემბრიდან კი ორივე მიმართულებით პაციენტების მიღება განახლდა და კლინიკამ უკვე ათობით პაციენტს გაუწია სტაციონარული მომსახურება.'' - აღნიშნავენ ,,გორმედში''

სამედიცინო სერვისების საჭიროებების მქონე ადამიანებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის და კლინიკის ღირებულებების უფრო მკაფიოდ გამოხატვის მიზნით, კლინიკა უახლეს მომავალში გეგმავს რებრენდინგს და სამივე ფილიალის ერთი სახელის ქვეშ გაერთიანებას.

2023 წლის სექტემბერში ვწერდით, რომ შ.პ.ს. "გორმედს" ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების გარკვეულ დონეებზე საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. ბრძანება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2023 წელს 19 სექტემბერს გამოსცა.

,,შ.პ.ს "გორმედს უარი ეთქვას ქირურგიული მომსახურება (II-III დონე); "რეანიმაციული მომსახურება" (ინტენსიური მკურნალობა/მოვლა I-II-III დონე) - გაცემაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები