ახალი ამბები
გორში ადამიანის გატაცებისთვის ძებნილი პირი განაჩენის გადახედვას ითხოვს
2006 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

ამის თაობაზე, მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს მიმართა.

ადვოკატის განცხადებით, გორის სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის უცნობი იყო.

2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის მიხედვით, პირს ბრალი ედება ადამიანის გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

,,ამ განაჩენის თაობაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ცნობილი გახდა 13 წლის შემდეგ. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, რომ მოხდეს განაჩენის გადახედვა და გამართლება'' - აცხადებს ადვოკატი მოთხოვნაში.

გორის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა. პროკურორის განცხადებით, ძებნილი პირისთვის ცნობილი იყო მის მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი განაჩენი.

მოსამართლემ განმარტა, რომ განაჩენის გამოცხადების დროს, სასამართლოს სხდომას ესწრებოდა ბრალდებულის მიერ იმ დროს დაქირავებული ადვოკატები.

კონკრეტული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მხარეებმა არ გაასაჯაროვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები