ახალი ამბები
თავმჯდომარის ცნობით, გორის საკრებულოში ,,ენმ-ს'' ფრაქციას ყველაზე მეტი სხდომები აქვს ჩატარებული
გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ცნობით, გორის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ფრაქცია უფრო მეტ სხდომებს ატარებს, ვიდრე - მმართველი გუნდის.

ამის შესახებ იმ ანგარიშშია საუბარი, რომელიც დავით რაზმაძემ საკრებულოს წარდგინა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს 3 ფრაქცია.

დავით რაზმაძის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა 10 სხდომა, ხოლო ,,ქართული ოცნების'' ფრაქციამ - 8 სხდომა.

თუმცა, საკითხების რაოდენობის მიხედვით, ,,ოცნების'' წარმომადგენლებს ორჯერ მეტი საკითხები აქვთ განხილული.

უფრო კონკრეტულად:

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"- თავმჯდომარე კობა ბერიანიძე; მოადგილეები - მიხეილ ვახტანგაშვილი, გიგა გელაშვილი, დავით ადუაშვილი, ივანე ნონიკაშვილი, ნანი ოქროპირიძე, ბორის გოგიჩაიშვილი. წევრთა რაოდენობა- 22.

ჩატარებული აქვს 8 სხდომა და განხილული აქვს 95 საკითხი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა; მოადგილეები - კახა ლობჟანიძე, ანი ბალიაშვილი, ნაზი დიდებელი. წევრთა რაოდენობა- 9.

ჩატარებული აქვს 10 სხდომა და განხილული აქვს 45 საკითხი.

რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ფრაქციას:

"გორი-საქართველოსთვის" - თავმჯდომარე - მამუკა ფანიშვილი; მოადგილე - მერაბ გოხელაშვილი; წევრთა რაოდენობა 3.

დავით რაზმაძის ცნობით, მათ ჩატარებული აქვს 0 სხდომა და განხილული აქვს 0 საკითხი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები