ახალი ამბები
კასპის საკრებულოს წევრებმა დატოვეს პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''
კასპის საკრებულოს წევრებმა დატოვეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''.

ამის შესახებ ფრაქცია ,,ენმ-ს'' წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის დატოვებამდე საკრებულოს წევრებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომლითაც პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს:

,,ლევან ხაბეიშვილმა, თავისი თავმჯდომარეობის თითქმის ერთი წელი, ნაცვლად მისი დაპირებების შესრულებისა, გამოიყენა პარტიის გახლეჩვის, დასუსტებისა და ნგრევის პირას მიყვანისათვის. პარტიაში არის კრიზისი, რომელსაც აღიარებს და ხედავს ყველა, ბევრი ადამიანი ცდილობს მოგვარების გზებს პოვნას, თუმცა ამ გზაზე, ბარიერი არის არსებული თავმჯდომარის ღიად დაფიქსირებული, კონფრონტაციული პოზიცია.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

კასპის ,,ენმს'' წევრების განმარტებით, ,,დამდგარ კრიტიკულ ვითარებაზე პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა, რაც ერთობისკენ სვლას და შემდგომ დისკუსიას გახდის შესაძლებელს.

მიმართვას ხელს აწერენ: ფრაქციის თავმჯდომარე ალექსანდრე შაქარაშვილი; ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები: ნონა დვალიშვილი; მირანდა თვარაძე; საკრებულოს წევრები: გიორგი შარიფაშვილი; მარინა ვაზაგაშვილი; აკაკი ბერიანიძე.

შეგახსნებეთ, ნოემბრის ბოლოს, პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიიდან ნიკა მელია გარიცხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები