ახალი ამბები
კასპის ცენტრში სკვერების გასაკონტროლებლად 19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება
კასპის ცენტრში არსებულ სკვერებში19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება.

ამის თაობაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დაიხარჯება 45 ათას ლარამდე.

სათვალთვალო კამერებით აღიჭურვება სკვერები სააკაძის ძეგლთან, რკინიგზის სადგურის სკვერთან და ა.შ.

მერიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქეები სკვერებში ინფრასტრუქტურას ხშირად აზიანებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები