ახალი ამბები
გორში რუსთაველის ქუჩის ჩიხში გზის მოწესრიგებას ითხოვენ
გორში რუსთაველის ქუჩის ჩიხში გზის მოწესრიგებას ითხოვენ.

ადგილობრივების ცნობით, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა გზა ამ მდგომარეობაში ერთი თვის წინ დატოვეს.

ახალი კორპუსის მშენებლებმა საკანალიზაციო მილი ქალაქის მთავარ მაგისტრალს დააერთეს, თუმცა საგზაო ინფრასტრუქტურა პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნეს.

რუსთაველის ქუჩის ჩიხის მცხოვრებლები ყურადღების მიქცევას ითხოვენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები