ახალი ამბები
ფლავში აფხაზეთის ომში დაღუპული მალხაზ ჯავახიშვილი დაკრძალეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში აფხაზეთის ომში დაღუპული მალხაზ ჯავახიშვილი დაკრძალეს.

მალხაზი 30 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მის ნეშტს ადგილობრივი მცხოვრებლები სოფლის შესასვლელში დახვდნენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები