ახალი ამბები
გორში საახალწლო სასაჩუქრე პაკეტს 1800 ბავშვი მიიღებს
გორში საახალწლოდ საჩუქრები 1800 ბავშვზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ ტენდერი გორის მერიის კულტურის სააგენტომ გამოაცხადა.

სააგენტოს მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ბავშვებისთვის უნდა მოამზადოს პაკეტი შემდეგი ტკბილეულის შემადგენლობით:

- ბისკვიტი - დონატი შოკოლადის შიგთავსით, შოკოლადის საფარით არანაკლებ12%. ქარხნული ინდივიდუალური შეფუთვით, არანაკლებ 50 გრამისა.

- ჟელე-კანფეტი სხვადასხვა ხილის არომატით ინდივიდუალურ ქარხნულ შეფუთვაში რამოდენიმე ცალი, თითო შეფუთვის წონა არანაკლებ 70 გრამისა.

- შოკოლადის ფიგურა საახალწლო თემატიკით ინდივიდუალური შეფუთვით, თითო არანაკლებ 35 გრამისა.

- ორცხობილა ინდივიდუალური ქარხნული შეფუთვით, არანაკლებ 50 გრამისა.

- ვაფლი შოკოლადის მინანქრით ,კარამელით , თხილით და ქიშმიშით ინდ. შეფუთვით არანაკლებ 40 გრამისა.

- შოკოლადის ბატონი დაფქვილი არაქისითა და არაქისის კრემით, ინდივიდუალური შეფუთვით არანაკლებ 35 გრამისა.

- ჩხირიანი კანფეტი სხვადასხვა ხილის არომატებით შეფუთული ინდივიდუალურად.

- ორცხობილა კაკაოს და ვანილის გემოს შიგთავსით, ინდივიდუალურ შეფუთვაში 4 ცალი. შეფუთვის წონა არანაკლებ 38 გრამისა.

- სასაჩუქრე პარკი - მყარი პოლიეთილენის გამჭვირვალე, ტევადობა განისაზღვრება.

ბავშვებისთვის გათვალისწინებული სასაჩუქრე პაკეტების მოსამზადებლად დაიხარჯება დაახლოებით 12 400 ლარი იქნება. სააგენტოს ცნობით, საჩუქრები სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის იქნება გათვალისწინებული.

ფოტო არქივიდან: საახალწლო კონცერტი გორის კულტურის ცენტრში
Print

სტატიის გამოყენების პირობები