ახალი ამბები
ხაშურის ბაზარში ყვავილების გამყიდველი და მის დასახმარებლად მისული მოქალაქე ძაღლმა დაკბინა
ხაშურში, ორ მოქალაქეს აცრა ჩაუტარდა, რომლებიც გუშინ ხაშურის ბაზარში ძაღლმა დაკბინა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გვითხრა, ,,კონფლიქტი'' ძაღლსა და ყვავილების გამყიდველს შორის დაიწყო. შემდეგ გამვლელი მიეხმარა ქალს. ძაღლმა ორივე დაკბინა.

,,ყვავილების გამყიდველი ქალი დაკბინა ძაღლმა, გამვლელი მიეხმარა რომ დაინახა რომ ქალს ძაღლის თავს დაესხა და ეს ბიჭიც დაკბინა, როგორც ვიცით ორივეს ჩაუტარდა აცრა და კარგად არიან'' - გვითხრა ხაშურის ბაზარში მომუშავე პირმა.

ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ხაშურიდან სააგენტოში შეყვანილია 496 ძაღლი. სულ რეგიონის მასშტაბით 2604 ცხოველი.

აქედან;

- გორიდან - 1267;
- ხაშურიდან - 496;
- ქარელიდან - 376;
- კასპიდან - 288;

კასტრაცია სტერილიზაცია ჩაუტარდა 1828 ცხოველს;

აქედან:

- გორიდან - 1000 (903 ძაღლი - 97 კატა);
- ხაშურიდან - 403 (342 ძაღლი - 61 კატა);
- ქარელიდან - 250 (241 ძაღლი - 9 კატა);
- კასპიდან - 175 (174 ძაღლი ; 1 კატა);
სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები (ამპუტაცია, მოტეხილობა, ტრამვების დამუშავება) 212 ცხოველი; სიკვდილიანობა 254 ცხოველი; ევთანაზია - 144 ცხოველი; გაჩუქებულია 52 ძაღლი;

ამჟამად სააგენტოშია 109 ძაღლი. დანარჩენი ძაღლები დააბრუნეს ბუნებრივ გარემოში
Print

სტატიის გამოყენების პირობები