ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერიისგან პირველკლასელთა კვების დაფინანსებას მოითხოვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ბექა ქორჩილავა გორის მერიისგან პირველკლასელთა კვების დაფინანსებას მოითხოვს.

ამის შესახებ რეკომენდაციით, მან გორის მერიას მიმართა, რათა 2024 წლის ბიუჯეტში თანხა გაითვალისწინონ.

2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, გორის საჯარო სკოლებში - 1540 პირველიკლასელია რეგისტრირებული.

ნაციონალურმა მოძრაობამ პირველკლასელთათვის უფასო კვების პროგრამა წალენჯიხაში დანერგა, სადაც არჩეული მერი სწორედ ამ პარტიის წევრია.

,,გვაქვს წალენჯიხის წარმატებული მაგალითი, სადაც ბავშვები ყოველდღიურად იღებენ 4 ლარს და მშობლები ამ თანხით უზრუნველყოფენ სკოლაში ყოფნის დროს საჭირო საკვების შეძენას", - აღნიშნეს პარტიაში იმ დროს, როდესაც პროგრამა წალენჯიხაში დაინერგა.

მერიის ცნობით, 2024 წლისთვის პირვეკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა არაა გათვალისწინებული.

ბექა ქორჩილავა ასევე ითხოვს სოციალურად დაუცველებისთვის უფასო სასადილოს მოწყობას. ეს საკითხით 2024 წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები