ახალი ამბები
ატენში 8 ადამიანი დააკავეს ხე-ტყის გაჩეხვის ფაქტზე
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას ატენში 8 ადამიანი დააკავეს

გამოძიება 6 მათგანს ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ედავება, 2-ს კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დაკავებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაცია რიგი დარღვევების ფონზე წარიმართა, პოლიციამ დააწიოკა ქალები და ბავშვები, ხელები გადაუგრიხა ქალს რომელიც დაკავების პროცესის ტელეფონით გადაღება სურდა. ახლა დაკავებულები დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბრალდების მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს 303 მუხლით: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა 1. ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები