ახალი ამბები
ზემო ორმოცში ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ორმოცში გაჩენილ ხანძრის გამო, მამაკაცმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

45 წლის მამაკაცი ამ სახლში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ახლობლებმა გვითხრეს, ჯერ არ იციან, სად იცხოვრებენ დედა და შვილი მომავალში.

დედაც ამჟამად საავადმყოფოში წევს. ის ხანძრის გაჩენამდე მკურნალობდა კლინიკაში.

ადგილობრივებს სხვა ინფორმაცია არა აქვთ. აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ ცეცხლი თხევადი აირის ბალონიდან გაჩნდა.

სახლი 2023 წლის 15 დეკემბერს დაიწვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები