ახალი ამბები
30-ზე მეტი ტყვიის ნაკვალევია თამაზ გინტურის მანქანაზე - ფოტოები
თამაზ გინტურის მანქანას, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს, 30-ზე მეტი ნატყვიარი ეტყობა. ამათგან, სალონში ორმა ტყვიამ შეაღწია, რის გამოც, თამაზ გინტური დაიღუპა.

მანქანა თამაზის ძმამ, გივი გინტურმა დაათვალიერა და ფოტოები გადაიღო. სატრანსპორტო საშუალება ამ ეტაპზე კვლავ ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი, ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი ოჯახს ჯერ არ მიუღია:

"პირადად დავათვალიერე და რისი დათვლაც მოვასწარი, 35-ზე მეტი ნატყვიარი ამჩნევია მანქანას, შიდა სალონს სადაც ჩემი ძმა იჯდა 2 ნატყვიარი აქვს. ექსპერტიზები ჯერ არ დასრულებულა, ველოდებით, დიდი ალბათობით, გამოძიების დასრულების და ადგილე ყველა ბერკეტის გამოყენების შემდეგ, სტრასბურგს მივმართავთ", - ამბობს გივი გინტური.

თამაზ გინტური 58 წლის იყო. ის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ეკლესიის ეზოში დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს.

მას ორი ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი. მკვლელობას მოწმე ჰყავს - ამავე სოფელში მცხოვრები ლევან დოთიაშვილი. მან 3 დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები