ახალი ამბები
ცხინვალში საახალწლო ფოიერვერკები გააუქმეს
ცხინვალში საახალწლო ფეიერვერკი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ახალი წლის დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში პიროტექნიკის გამოყენება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, აიკრძალა.

ბოლო ორ თვეში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 3 ადამიანი გადაასვენეს, რომლებიც უკრაინის ომში დაიღუპნენ.

ჯამში, 40-მდე მებრძოლია დაღუპული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები