ახალი ამბები
გორის სოფლების გზებზე კონტრაქტორი კომპანიები ზრუნავენ - კეთილმოწყობის სააგენტო
გორის მუნიციპალიტეტში მოსული ნალექის გამო მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის განცხადებით, ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხებულა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გზების მოვლა-პატრონობას ახორციელებენ კონტრაქტორი კომპანიები და შესაბამისად ისინი ზრუნავენ ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფაზე.

გორში მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. სამუშაოები გრძელდება, ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან და სხვა მონაკვეთებზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები