ახალი ამბები
,,მოცურდა მანქანა" - შსს-ს პრესსამსახური გორის ცენტრში პიკაპის მოძრაობაზე
დღეს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია გორის შს სამმართველოს კუთვნილი პიკაპის მოძრაობა.

ვიდეოს მიხედვით, მოქალაქეებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პოლიციის თანამშრომლები ახლადმოსულ თოვლზე ,,დრიფტაობს"

ვიდეო თავდაპირველად ,,ოფროუდგორის" პროფილზე გავრცელდა, თუმცა ამჟამად იქ აღარ იძებნება.

მასალა შემდეგ რამდენიმე მედიის გვერდზე განთავსდა და ამჟამადაც ხელმისაწვდომია.

შს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ  პოლიციის მანქანა არ დრიფტაობს, არამედ მოძრაობისას მოცურდა.

ვიდეო დღეს დილით გადაიღეს, იმ დროს, როდესაც თოვა დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩაზე ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ, ვწერდით, რომ შიდა ქართლის პოლიციის უფროსი გაუმართავი მანქანების შესაზებ, დახმარებას ითხოვდა. კერძოდ, ფინანსებს საპოლიციო მანქანების შეკეთებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები