ახალი ამბები
,,სათაგური'' ცოცხნარაში - საშობაო სპექტაკლი სკოლის მოსწავლეების სრული შემადგენლობით
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარის სკოლის მოსწავლეებმა საშობაო სპექტაკლი დადგეს.

სპექტაკლი პედაგოგ, ნინო ბლიაძის რეჟისურით ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,სათაგურის'' მიხედვით წარმოადგინეს.

სპექტაკლი მუსიკალურად პედაგოგმა მაია ნიკოლაიშვილმა, ხოლო დარბაზი ხელოვნების პედაგოგმა თამარ გოგატიშვილმა გააფორმეს.

მთავარ როლებს ასრულებდნენ: ნიკოლოზ ნოზაძე და გელა გოგოლაური. ზეიმზე მოწვეული ჰყავდათ მომავალი წლის პირველ კლასში შემსვლელი პატარები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ზეიმში.

როგორც სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ინეზა ელისაშვილი აცხადებს, ,,სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა საახალწლო სურვილი გაანდეს საკრებულოს თავმჯდომარეს, განათლების სისტემის დიდ ქომაგს, ქალბატონ, ნინო ლიპარტელიანს, სურთ სტანდარტული სკოლის შენობა, არა ცხრაწლიანი სწავლებით, არამედ სრული კურსით, რომ ცოცხნარის სკოლის აღზრდილი მოსწავლეები, იძულებულნი არ გახდნენ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, წავიდნენ სხვა სკოლებში სწავლის გასაგრძელებლად.''

ცოცხნარა ერთადერთი სოფელია ადმინისტრაციულ თემში, სადაც 9-კლასიანი სწავლებაა. აქ დადიან სხვადასხვა სოფლებიდან, შემდეგ კი - სურამში ამთავრებენ.

2019 წელს ერთი პირველიკლასელი ჰყავდათ, 2023 წელს კი - არც ერთი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები