ახალი ამბები
გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
გორში სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

მიმდინარეობს ექსპერტიზა. მამაკაცი ბინაში ქირით ცხოვრობდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები