ახალი ამბები
ნაბახტევში ადიდებულმა მდინარე ჭერათხევამ სახლების ეზოებამდე მიაღწია
ხაშურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად,, პატარა მდინარეები ადიდდა.

მდინარე ჭერათხევამ სოფელ ნაბახტევში საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მიაღწია. პრობლემები შექმნა მდინარე შოლამაც.

როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, მთელი დღის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ნაბახტევში წყალმა საფრთხე შეუქმნა ერთადერთ გადასასვლელ ბოგირს, რომელიც სოფელს გომი-საჩხერის გზასთან აკავშირებს.

ბოგირი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებულია. მის აღდგენაზე 2018 წელს მუშაობდა კომპანია, რომელიც ხაშურის საკრებულოს ამჟამინდელ ვიცე-თავმჯდომარეს ლევან გამრეკელს ეკუთვნოდა.

კომპანიებმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანეს. მიზეზი, იმ პერიოდში, ფინანსური პრობლემები სახელდებოდა.

2023 წლის ზაფხულში სოფელში მეორე ხიდი ჩაინგრა. ამიტომ, ადგილობრივები, ძირითადად, ბოგირს იყენებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები