ახალი ამბები
30 დეკემბერს ხაშურში საახალწლო ღონისძიება გაიმართება
30 დეკემბერს ხაშურში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი, დიმიტრი ყიფიანის სკვერის მიმდებარე ტერიტორია.

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

14:00 – სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილები, ცხელი შოკოლადი;

14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სახის მოხატვა, საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათების, ორცხობილების მოხატვის ვორქშოპი.

18:00 – 19:30 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: “ალილო“ და ჯგუფი "რეგიონი". წამყვანი სალომე არშბა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები