ახალი ამბები
,,მადლობა საუკეთესო უფროსს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს'' - გორის მერი თანამშრომლებმა დააჯილდოვეს
დღეს, გორის მერიის თანამშრომელთა შემაჯამებელ სხდომაზე გორის მერს გადასცეს ჯილდო წარწერით: ,,მადლობა საუკეთესო უფროსს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს''.

პოსტი სოციალურ ქსელში სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა გამოაქვეყნა.

პოსტს ასეთი შინაარსის წარწერა გაუკეთა: ,,მერიას ჰყავს უფროსი, რომელმაც გვაჩვენა ის, რომ შეიძლება მუშაობა ყოველგვარი დაძაბულობის და ჭორების მოსმენის გარეშე; ის, რომ მთავარი ურთიერთგაგება და დაფასებაა.. უფროსი - რომელმაც ყველას პრობლემა გაითავისა…დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე თანამშრომლები პირადათ ვიხდიდით მადლობა.''

ჩვენ დავუკავშირდით თეა კეჩხუაშვილს და ვკითხეთ, თუ რატომ გაამახვილა წერილში ყურადღება ისეთ დეტალებზე, (ჭორებზე, დაძაბულობაზე და ა.შ.) რომელიც საჯარო სამსახურისთვის გარკვეუწილად არ უნდა იყოს დამახასიათებელი:

,,მადლობას ვუხდით დემოკრატიისთვის. თანამშრომელს იმით აფასებს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მუშაობს, ვინ როგორი პროფესიონალია. ასევე, იმიტომ, რომ საკუთარი ურთიერთობა აქვს ყველასთან. არასოდეს ცდილობს, ვიღაც დაამციროს, ან კიდევ სხვების აზრის გავლენის ქვეშ მოექცეს ვიღაცასთან მიმართებაში. მადლობა იმისთვის, რომ ზრუნავს ყველა ნორმალურ პირობებში იყოს.'' - ამბობს თეა კეჩხუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს გორის მერიაში 13 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინეს, ძირითადად, სამსახურის უფროსები. ასევე, თანამშრომლებისთვის გაიცა საახალწლო ჯილდო, რომელიც ცნობილია მე-13 ხელფასის სახით. ყველა თანამშრომელმა დამატებით ხელფასის 95% აიღეს, ხოლო კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილების თანამშრომლებმა ხელფასის 20% - 120 ლარი მიიღეს. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ლიმიტით განსაზღვრული დანამატის ნაწილი კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომლებისთვის წინა თვეებში გაიცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები