ახალი ამბები
ქარელში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს
ხაშურის პროკურატურის პროკურორის, ბაჩანა ქარქუზაშვილის ცნობით, 26 წლის მამაკაცმა მეუღლეს თავის არეში 3 ჭრილობა დანით მიაყენა.

ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. პროკურატურა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.

პროკურორის თქმით, შემთხვევა 28 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთში მოხდა. დაშავებულია 23 წლის ქალი, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადვოკატმა მარიამ მარიამიძემ გვითხრა, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა მოკვლის განზრახვა, რაც სასამართლო სხდომებზე, არსებითი განხილვის დროს იქნება გამოკვლეული და დადგენილი.

ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები