ახალი ამბები
ტყვიავის პოლიციას ძაღლის დაჭრის ფაქტზე მიმართეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ძაღლს ცეცხსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ტყვიავის პოლიციას დღეს მიმართეს.

როგორც ცხოველთა დამცველს, ვეტერინარულ კლინიკა ,,მარკოს'' ხელმძღვანელს ირმა მთიულიშვილს სოფლიდან აცნობეს, ძაღლს ჭრილობა შობას მიაყენეს.

ტყვიავის პოლციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
იანვარში გორის მუნიციპალიტეტში ძაღლის დაჭრის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 12 იანვარს ძაღლი სოფელ რეხაშიც დაჭრეს. ბრალდებულს დღეს 4 ათას- ლარიანი გირაო შეუფარდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები