ახალი ამბები
ცხინვალში ახალგაზრდები მოპარული მანქანით ამოტრიალდნენ
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხინვალში ახალგაზრდამ მეგობრის მანქანა მოიპარა, რომლითაც შემდეგ ჯავის გზაზე ამოტრიალდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,საპა ცხინვალი'' ავრცელებს. როგორც ,,საპა'' წერს, პოლიციას მიმართა 27 წლის ალან დ.-მა.

სააგენტო ,,საპა ცხინვალი'' წერს, რომ ალანის ერთ-ერთმა მეგობარმა, 22 წლის გენადიმ, VAZ-2107 მარკის ავტომანქანა ჯავის მიმართულებით უკითხავად წაიყვანა.

,,იქ გენადიმ გვერდით დაისვა 29 წლის ვალერი. მგზავრმა ჰკითხა, საიდან გააჩნდა მანქანა? ახალგაზრდამ უთხრა, რომ თითქოს მანქანა მეგობარს წაართვა და ყველაფერი კარგად იყო. სოფელ გუფთასთან გენადი და ვალერი მანქანით ამოტრიალდნენ. როდესაც მანქანის მფლობელმა შემთხვევისა და 100 ათასი რუბლის ზიანის შესახებ შეიტყო, პოლიციას განცხადებით მიმართა - მანქანა არა მხოლოდ მოიპარეს, არამედ დააზიანესო. მგზავრი ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს, გენადი დააკავეს.'' - წერს ,,საპა ცხინვალი''.
Print

სტატიის გამოყენების პირობები