ახალი ამბები
ქვიშხეთში გზის დამცავი კედელი დაზიანდა - ნიაღვარი საფრთხეს ამჯერად საცხოვრებელ სახლს უქმნის
ქვიშხეთში ნაპირდამცავი კედელი დაზიანდა. ამის გამო, ლაცაბიძეების უბანში საცხოვრებელი სახლი საფრთხეშია.

როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, კედელი ნიაღვარმა დააზიანა.

ნალექის განმეორების შემთხვევაში, წყალმა შესაძლოა ამჯერად საცხოვრებელი სახლის კედელი დაანგრიოს. ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, გზის ჩამოშლის პროცესიც გაგრძელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ კედელს მარტამდე გაამაგრებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები