ახალი ამბები
ნოსტეში, მთიულთუბანსა და ახალციხეში გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წელს დაიწყება - დაპირება
კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ნოსტეში, მთიულთუბანსა და ახალციხეში გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წელს დაიწყება.

ამის შესახებ მერმა ვახტანგ მაისურაზემ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ კრებაზე განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო:

,,მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც სამივე სოფელში მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.'' - აღნიშნავენ კასპის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები