ახალი ამბები
7 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

- თბილისი-ბათუმი (802),
- თბილისი-ზუგდიდი (870),
- თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
- ბათუმი-თბილისი (803),
- ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
- ფოთი-თბილისი (873),
- ხაშური-ზესტაფონი (6446)
- ზესტაფონი-ხაშური (6417).

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 6 თებერვალს, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.

კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები