ახალი ამბები
ვითარება ხაშურში - ორი დღეა მოსახლეობა სტიქიას ებრძვის
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა - უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც.

ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები. ადიდებულმა წყალმა დატბორა გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.

ხაშურში, ოქტომბრის ქუჩა 242, 244-ში, თევდორე მღვდლის 34-ში, ვაჟა ფშაველას მე-4 ჩიხში, ახალციხის ქუჩაზე, გაგარინის 72-ა -ში. საკრებულოს წევრის ალექსანდრე სიმონიშვილის ცნობით, დატბორილია კორპუსებისა და კერძო მოსახლეობის სარდაფები და სახცოვრებელი სახლები.
სამუშაოები ამ წუთსაც გრძელდება და ყველა მოქალაქეს გაუწევენ საჭირო დახმარებას.

ქვიშხეთის შესასვლელში და სკოლის მიმდებარედ წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, ადიდებულმა ღელემ დატბორა მოსახლეობა. სუთიაშვილების უბანში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა სახლები, დამხმარე ნაგებობები. 

სოფელ ვაყაში მდინარე ჭერათხეულას და სოფელ ხიდიყურში მდინარე ტილიანას ადიდება რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია. ადიდებულმა წყალმა დატბორა გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.

მნიშვნელოვნად დააზარალა ხაშურის სოფლების ნაბახტევის, ალის, ცხეთიჯვრის, უწლევის, ზემო აძვისის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა. 

სოფელ ცედანთან და წაბლოვანასთან მისასვლელი გზა წყალმა წაიღო, სოფელ წაბლოვანაში მცხოვრები გელა გელაშვილის სახლი კი მთლიანად დანგრეულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები