ახალი ამბები
ზემო ბოშური - ლევიტანის მონაკვეთზე სადენები დაზიანდა
ტანის ხეობის სოფლები, ზემო ბოშურიდან ლევიტანის ჩათვლით დენის გარეშეა დარჩენილი.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, სადენები ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.

მოსახლეობა მალე სატელეფონო კავშირის გარეშეც დარჩება.

როგორც ლევიტანიდან გვაცნობეს, 6 თებერვალს ღამით სადენები დაზიანდა ზემო ბოშურის სიახლოვეს.

ზემო ბოშურის ზევით არის შემდეგი სოფლები: ყველაანთუბანი, ტურსევი. ხაბალაანთუბანი, გაგლოანთუბანი და ლევიტანა.

გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრაქტორით გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა თოვლის მასა ხეობაში საკმაოდ დიდი.



ფოტოები: ნანიკო მამისაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები