ახალი ამბები
,,ჩხუბობდნენ შუახნისებიც, ახალგაზრდებიც'' - გორის სოფელ ხიდისთავში მოქალაქეები ერთმანეთს რესტორანში დაუპირისპირდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე რესტორანში მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც რესტორან ,,კერიას'' მფლობელმა გვითხრა, ჩხუბობდნენ როგორც შუახნის ასაკის ადამიანები, ასევე ახალგაზრდებიც.

ეზოში დაიმტვრა რკინის მაგიდები. ქეიფი კი დარბაზში მიმდინარეობდა. რესტორნის მფლობელის ცნობით, სამედიცინო დახმარება არავის დაჭირვებია.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები