ახალი ამბები
გორში ჩოგბურთის 2 კორტი გაკეთდება - მათ შორის ,,გორი ინნის'' გვერდით
გორის მერია 2024 წელს 3 მლნ ლარს დარჯავს იმისათვის, რომ ქალაქში ჩოგბურთის 2 მოედანი გაკეთდეს.

ამ თანხაში ასევე, სასტუმრო ,,გორი ინნის'' გვერდით მდებარე, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის მოედანი მოწესრიგდება.

სატენდერო წინადადებების მხედვით, ერთი კორტი ,,ახალბაღის'' ტერიტორიაზე, კერძოდ, სასტუმრო ,გორი ინნ''-ის წინ, ხოლო მეორე კორტი - კომბინატის დასახლებაში მოეწყობა.

კომბინატის დასახლებაში მდებარე ობიექტისთვის 960 000 ლარია გათვალისწინებული, ,,გორი ინნ''-ის წინ მდებარე მოედნებისთვის კი 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები