ახალი ამბები
ტურისტებისთვის ავტოსადგომი სტალინის მუზეუმიდან ლომჭაბუკის სკვერში გადაინაცვლებს - გეგმა
გორში ტურისტებისთვის ტრანსპორტის გაჩერების ადგილი ლომჭაბუკის სკვერი იქნება.

ამის შესახებ გეგმა გორის მერიაში შეიმუშავეს.

გეგმის მიხედვით, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტრანსპორტი სტალინის მუზეუმის მიმდებარედ აღარ გააჩერონ.

როგორ განვითარების სააგენტოში გვითხრეს,  ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ავტოსადგომი ლომჭაბუკის სკვერში გადაინაცვლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები