ახალი ამბები
დაფუძნდა კერძო სკოლების რეგიონული ერთობა
შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში არსებულმა კერძო სკოლების წარმომადგენლებმა დაფუძნეს (ა) აიპ "კერძო სკოლების რეგიონული ერთობა".

დამფუძნებლები:

ელზა იოსავა - ლეკვეიშვილი - სკოლა "მილენიუმი", ქ. რუსთავი.
მარინა გორშკოვა -სკოლა "დავითიანი", ქ. ბოლნისი
მარიკა ტლაშაძე - სკოლა "ეისი". ქ. გორი,
ლალი აბაშიძე -სკოლა " მერმისი", ქუთაისი
თამარ უთნელიშვილი - სკოლა 'თამარიონი' , გორი. 

როგორც სკოლა ,,თამარიონის'' დამფუძნებელმა, თამარ უთნელიშვილმა გვითხრა, კერძო სკოლების რეგიონული ერთობის მიზანი საინტერესო კავშირები, ერთობლივი პროექტები, გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო გზების ძიებაა.

,,ორგანიზაციის სათაური და სლოგანი უკვე მეტყველებს, რომ ერთიანობა დიდი ძალის ნიშანია, რომელიც საერთო, საქვეყნო მიზნამდე მიგვიყვანს. ველი იმ ორგანიზაციის გაფართოებას და არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ეს ერთობა შეიქმნა ერთმანეთის გასაძლიერებლად იმისთვის, რომ აღმოიფხვრას დისკრიმინაციული ელემენტები, რაც გამოიხატება საჯარო სკოლებთან შედარებით არათანაბარ ვაუჩერულ დაფინანსებაში, უფასო სახრლმძღვანელოებში, ლეპტოპებით დასაჩუქრებაში პირველ კლასელებისა და საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის. და, ზოგადად, ავტორიზაციის უფრო მკაცრი პირობების მოთხოვნაში, ვიდრე ეს საჯარო სკოლებს მოეთხოვება'' - '' - აღნიშნავს თამარ უთნელიშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები