გორის მერიის ცნობით, 2024 წელს, სააღდგომო საჩუქარს 375 ოჯახი
მიიღებს.
ამის შესახებ 32 700 ლარი გამოიყო.
ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მერიას უნდა მიაწოდოს
თითო ოჯახზე 9 სახეობის პროქუქტი:
1. პასკა 1000 გრ - დამზადებული უ/ხ ფქვილისგან გამოყენებული უნდა
იყოს პასკისთვის დამახასიათებელი ინგრედიენტები(ქიშმიში, ცუკატები,
ცხიმი, კვერცხი, შაქარი, რძე ან/და რძის ფხვნილი, ვანილი და
სხვა).
2. ზეთი მცენარეული - მზესუმზირის, უმაღლესი ხარისხის, რაფინირებული,
დაფასოებული პოლიეთილენის ბოთლში, 920 გრ (+/-2%) თითოეულ ბოთლზე
შესაბამისი მარკირებით, მისი ვარგისიანობის ვადის მითითებით.
3. ხორბლის ფქვილი - ხორბლის, უმაღლესი ხარისხის, დაფასოებული 5 კგ.
(+/-2%); შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის
მითითებით, შენახვის პირობების მინიშნებით.
4. შოკოლადის კანფეტი - დაფასოებული 1000 გრამიან პაკეტებში (+/-2%).
- ქარხნული შეფუთვით და ეტიკეტირებით, დამზადების და ვარგისიანობის
ვადის მითითებით.
5. შესქელებული რძე შაქრით - 8.5%-ის ცხიმიანობით, მოუხარშავი,
ქარხნული დაფასოებით (უჟანგავი ლითონის ქილაში) მაგარი შეფუთვით 370
გრამი (+/-2%). შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის
ვადის მითითებით.
6. წიწიბურა - მშრალი არამსხვრეული ყავისფერი 1000 გრ (+/-2%) -
ქარხნული შეფუთვით და ეტიკეტირებით, შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა
და ვარგისიანობის ვადის მითითებით.
7. მაკარონი- ქარხნული წესით შეფუთული 500 გრ (+/-2%) გრ და
ეტიკეტირებული. შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის
ვადის მითითებით.
8. ბრინჯი - ქარხნული წესით შეფუთული 1000 გრ (+/-2%) გრ
ეტიკეტირებული. შეფუთვაზე საქონლის დამზადებისა და ვარგისიანობის
ვადის მითითებით.
9. შაქრის ფხვნილი - ფხვნილი (მშრალი) დაფასოებული 1000 გრ (+/-2%)
პაკეტში - ქარხნული შეფუთვით, შეფუთვაზე დამზადების და ვარგისიანობის
ვადის მითითებით.
სტატიის გამოყენების პირობები