ახალი ამბები
გორში კარიტასის ოფისში ხანდაზმულებისთვის შეხვედრა გაიმართა
გორში, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გორის ოფისში, მუნიციპალიტეტის ხანდაზმულებისათვის თემაზე - "ჯანსაღი დაბერება", შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის თბილისისა და გორის სამედიცინო გუნდის წევრებმა მონაწილეებს ჯანსაღი დაბერების შესახებ რეკომენდაციები გაუზიარეს.



ჯანსაღი დაბერების თემაზე დისკუსიის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ, როგორიცაა - ულტრასონოგრაფიული კვლევა, გულის კარდიოგრამა, გლუკოზისა და წნევის დონის შემოწმება და სხვა.

შეხვედრის გაიმართა საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით, ჯანსაღი დაბერების შესახებ კამპანიის ფარგლებში და მისი მიზანია აღნიშნულ თემაზე საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები