დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს
შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით
ისარგებლონ.
“ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის
ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი
ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით
შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები
ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას,
მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ
თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე”, - თიბისი
დაზღვევა.
თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და
ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ
კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე.
ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ
https://bit.ly/3Iizrld
სტატიის გამოყენების პირობები