ახალი ამბები
,,თბილისის გულის ცენტრის'' ექიმები ხაშურს ეწვევიან
23 მარტს, შაბათს, ხაშურში მოქალაქეებს კონსულტაციებს ,,თბილისის გულის ცენტრის'' ექიმები გაუწევენ.

შეხვედრა ,,გორმედის" სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალში გაიმართება.

,,გორმედის'' ადმინისტრაციის ცნობით, პაციენტებს მიიღებენ არჩილ ჩუხრუკიძე და ლაშა ბასილაძე.

არჩილ ჩუხრუკიძე - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. კონსულტაციის ფარგლებში არჩილ ჩუხრუკიძის მიერ, შეფასდება პაციენტის მდგომარეობა და დაიგეგმება მკურნალობის სტრატეგია.

ლაშა ბასილაძე - კარდიოქირურგი ,,თბილისის გულის ცენტრის" კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. კონსულტაციის ფარგლებში ლაშა ბასილაძის მიერ, შეფასდება პაციენტის ჩვენებები კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის: კორონარული შუნტირება, სარქვლოვანი პათოლოგიები, აორტის დაავადებები.

,,გულის ცენტრის'' ექიმებთან ვიზიტი შეუძლიათ მათ, ვისაც:

- ჩატარებული აქვს კორონაროგრაფია;
- გადატანილი აქვს ინფარქტი;
- დაუდგინდათ სარქვლოვანი პათოლოგია;
- აქვს არითმია;
- ვერ გადაუწყვეტიათ ოპერაციული მკურნალობის ჩატარება;
- სჭირდებათ დამატებითი გასაუბრება ექიმთან.


ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ.

596 99 85 85

ჩაწერა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები