ახალი ამბები
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის, 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სულ 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მათ შორის, გურიასა და იმერეთში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები