ახალი ამბები
დაგეგმილია სარკინიგზო ტრანსპორტის სიჩქარის ზრდა - გაფრთხილება გორის მოსახლეობას
,,დაგეგმილია სარკინიგზო ტრანსპორტის სიჩქარის ზრდა, საჭიროა მოსახლეობის მხრიდან მეტი ყურადღება.'' - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებლებს მერის წარმომადგენელმა აცნობა.

ცნობის მიხედვით, მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება  პირუტყვის უმეთვალყურეოდ გადარეკვის და ძოვების დროს უნდა გამოიჩინოს..

სოფელ ქვახვრელს სარკინიგზო ლიანდაგი ორად ყოფს, ამიტომ, სარკინიგზო ტრანსპორტის სიჩქარის ზრდის შესახებ. პირველი ინფორმაცია იქ მცხოვრებლებს მიაწოდეს.

,,რკინიგზიდან 300 მ - ზე ნებადართულია პირუტყვის მხოლოდ დაბმული ძოვება, ხოლო 2000 მ - მდე დაშორებით პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.''- აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, ლიანდაგებზე პირუტყვის უმეთვალყურეოდ გადარეკვის ან ლიანდაგებთან მახლობლად უყურადღებოდ ძოვების წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა პასუხისმგებლობას 

,,რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.'' - ვკითხულობთ კოდექსში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები