ახალი ამბები
ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ეძებენ ერთ ადამიანს
ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი.

მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან.

მათივე განცხადებით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები