ახალი ამბები
ზაზა სირბილაძის, ალექსი ქორთიაშვილისა და ბესიკ ობოლაძის ნეშტები ოჯახებს გადაეცათ - აფხაზეთის ომში დაკარგულები შიდა ქართლიდან
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ. მათ შორის, არიან ზაზა სირბილაძის, ალექსი ქორთიაშვილისა და ბესიკ ობოლაძის ნეშტები.

ზაზა სირბილაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზიდან იყო, ალექსი ქორთიაშვილი და ბესიკ ობოლაძე ხაშურიდან.

ზაზა სირბილაძე აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემისას დაიკარგა უგზო-უკვლოდ... დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. მას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

ალექსი ქორთიაშვილისა და ბესიკ ობოლაძის ნეშტებს კი ხაშურში დაკრძალევენ.

"გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული", - წერია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები