ახალი ამბები
სამი დღეა ხანძარს ებრძვიან ზნაურის (ყორნისის) რაიონში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხანძრის კერებს თვეზე მეტია ებრძვიან. ამჯერად, მეხანძრეები ზნაურის (ყორნისის) რაიონში მუშაობენ.

ცეცხლი ხმელ ბალახს ეკდიდება, შემდეგ კი სავარგულებზე გადადის. წუხელ ასეთი ხანძრის დროს, სოფელ ძაღინაში მანქანა დაიწვა.



დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, ბოლო სამ დღეში, ხანძრის შედეგად დაიწვა ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფლების (ძაღინა, წორბისი, ფიჭვიგვინას) სავარგულები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები