ახალი ამბები
,,გვაქვს პროექტი საქართველოში ახალგაზრდული ცენტრების გაძლიერებაზე, ეს ყველაფერი "უცხოეთის ინტერესების გატარება"?
გორის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა პავლიაშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაციის გრანტების 90%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, კერძოდ ევროპიდან.

მათ შორის არის პროექტი საქართველოში ახალგაზრდული ცენტრების გაძლიერებაზე.

,,გორის ახალგაზრდული ცენტრის გრანტების (ერთადერთი შემოსავლის წყარო) 90%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (ევროპიდან). ახლა მაგალითად, გვაქვს პროექტი საქართველოში ახალგაზრდული ცენტრების გაძლიერებაზე. როგორ შეიძლება თქვან, რომ საქართველოში ახალგაზრდული ცენტრების გაძლიერება საქართველოში უცხოეთის ინტერესების გატარების მაგალითია?'' - სვამს კითხვამს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი.

მედეა პავლიაშვილის განმარტებით, არის სხვა პროექტებიც, რომელიც ძირითადად ეხება ახალგაზრდების ადგილობრივ მონაწილეობას, გარემოს დაცვას.

,,რანაირადაა ეს ყველაფერი "უცხოეთის ინტერესების გატარება"? ან სად გადის ეს ზღვარი და როგორ უნდა გადაწყვიტონ, ვინ ატარებს უცხოეთის გავლენას და ვინ არა? ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს სწორია, რადგან "ოცნება" ამას საქართველოში "ოჯახის სიწმინდის" შენარჩუნების გამო აკეთებს. მაგარი გათვლაა ისეთი ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ვისაც არ აინტერესებს ეს სფერო და ვერ ხვდება, რა შარში ვართ და ვიქნებით სულ მალე.'' - აცხადებს მედეა პავლიაშვილი.

.....

შეგახსენებთ, დღეს, 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". შარშანდელი კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

"რადიკალურმა ოპოზიციამ, "ენჯეოებმა" და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე "ენჯეოების" ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, კანონს მიმდინარე სესიის ბოლომდე მიიღებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები