ახალი ამბები
,,ქართული სუფრა'' - სტალინის გამზირზე
გორში, სტალინის გამზირის დასაწყისში მდებარე კორპუსის ერთ მხარეს წარმოდგენილი იქნება - ,,ქართული სუფრა''

ნამუშევრისთვის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ქართული სუფრის ორნამენტებს იყენებენ.

გორის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე კორპუსის ფასადზე ორ ახალ „სტრიტარტს“ "Tbilisi MURAL Fest" დახატავს.

პროექტის "Gori Mural Fest" ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორი ნამუშევარი. ჩრდილოეთ ფასადზე დაგეგმილია გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტის მოხატვა.

ინიციატივის მიზანია ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქში არსებული ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნა.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „გორელ ფიტოგრაფთა კლუბის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები