ახალი ამბები
35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - გორი
დღეს, 9 აპრილს, გორში, 9 აპრილის სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები, მოქალაქეები შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად დატრიალებული მოვლენები, რომლის შედეგადაც 21 მომიტინგე დაიღუპა, დაიჭრა და მოიწამლა ათსობით ადამიანი.



ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.








Print

სტატიის გამოყენების პირობები