ახალი ამბები
მზადება პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის - საფრანგეთის ელჩი გორში
დღეს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი გორში ჩავიდა და იმ ღონისძიების გახსნას დაესწრო, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები, ახალგაზრდა თაობა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მოგეხსენებათ, დღეს იწყება ოლიმპიური ცეცხლის მოზაურობა პარიზამდე, რომელიც უმასპინძლებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი ოლიმპიური მიღწევებით, მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ გუნდს. გისურვებთ, რომ ჩამოგეტანოთ ბევრი ოლიმპიური მედალი, რათა გეამაყოთ საკუთარი გუნდით'' - განაცხადა ელჩმა

ღონისძიება გორის სპორტის სასახლის ეზოში 15:00 საათზე გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ცნობილი გორელი სპორტსმენებმა ჩაატარეს მასტერკლასები შემდეგ ოლიმპიურ სახეობებში: ძიუდო; თავისუფალი ჭიდაობა; კრივი; ძალოსნობა; კალათბურთი; ფეხბურთი

მასტერკლასებთან ერთად, სპორტის ქომაგებისთვის მოეწყო ვიქტორინა ოლიმპიური თამაშების შესახებ. სპორტის ცნობილი ოსტატები ისაუბრეს გორზე, როგორც, სპორტული წარმატებით ცნობილ ქალაქზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები