ახალი ამბები
ჩორჩანაში გზა ,,გაიხსნა" - რა ხდება უამინდობისას სოფელში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში უამინდობის დროს მისასვლელი გზები იკეტება.

მაგალითად, ზამთრის პერიოდში, მშობიარე ქალის წასაყვანად ურემი დაიხმარეს.

ნივა, რომელიც 4 კმ მანძილზე სასწრაფო სამედიცინო მანქანამდე უნდა მისულიყო, თოვლიან ტალახში ჩავარდა.

ვიდრე ტალახიდან მანქანის ამოსაყვანად ურემი დაიხმარეს, სასწრაფოს ექიმები მეორე სოფელში ელოდებოდნენ.

,,ექიმებს ეგონათ, რომ ქალს მშობიარობა გზაში დაეწყო. ამბის გასაგებად ტელეფონითაც ვერ გვიკავშირდებოდნენ" - ასე იხსენებენ ზამთრის პერიოდს ჩორჩანელები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზების ჩაკეტვის დროს, ავადმყოფ მოხუცებსაც ვერ შველიან.

სოფელში სულ 16 კომლი ცხოვრობს.

ამდენივე ოჯახს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე დასახლება მიტოვებული აქვს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ უამინდობის დროს ჩორჩანელებს 4 კმ ფეხით გავლა უწევთ.




იხ. ამავე თემაზე

ჩორჩანაში მოზარდები ინტერნეტს და სტადიონს ითხოვენ




Print

სტატიის გამოყენების პირობები