ახალი ამბები
სოფელ ყინწვისში ასფალტ-ბეტონის სამუშაოები დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში ასფალტ-ბეტონის სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

გამგეობის ცნობით, სულ 3 კმ ნახევარი გზის მოასფალტება იგეგმება და მასში ყინწვისის მონასტრამდე მისასვლელი გზაც შედის.

ამ ეტაპზე სოფლის გზა დასრულებულია.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაცი ცენტრი წერდა, სამუშაოებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და 1 141 141 ლარი შეადგინა.

დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები