ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ. ლალი ზურაბაულის
განცხადებით, ამ ფაქტს მასიური ხასიათი აქვს.
როგორც ცხოველთა დამცველები წერენ, გორის თავშესაფარში გადაღებული
ფოტოებით აჭრებულია რუსულენოვანი საიტები, სადაც რუსეთის მოქალაქეებს
გასაყიდ ძაღლებს სთავაზობენ.
როგორც ერთ-ერთმა ცხოველთა დამცველმა ,,ქართლის ამბებს'' განუცხადა,
რუსეთის მოქალაქეები მიდიან სააგენტოში, უღებენ ფოტოებს ძაღლებს,
შემდეგ კი ტვირთავენ საიტებზე გასაყიდად.
,,როდესაც მოგროვდება ერთად 30-40 ძაღლი, ლარსის გზით მიჰყავთ
რუსეთში. იქ რა ბედი ელით ძაღლებს, უცნობია. გორის თავშესაფრიდან
მიჰყავთ როგორც გაჩუქებული ძაღლები'' - გვითხრა ცხოველთა დამცველმა
გორიდან.
შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს აღნიშნულ ინფორმაციასთან
დაკავშირებით საჯაროდ მიმართეს. სააგენტოს ჯერ განცხადება არ
გაუვრცელებია.
სტატიის გამოყენების პირობები