ახალი ამბები
გორის მერიის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხარჯმა 2.4 მილიონი შეადგინა
გორის მერიის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, სააგენტოს ბიუჯეტის ფაქტობრივმა ხარჯმა 2.9 მლნ ლარი შეადგინა. 

აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.

ანგარიშში არაა მითითებული შტატიან და უშტატო თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, თუმცა წინა წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ სააგენტოში შტატით 20 ადამიანი, ხოლო უშტატო პოზიციაზე 254 ადამიანი იყო დასაქმებული.

წინა წელთან შედარებით 2024 წელს უშტატო თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 200 000 ლარით არის გაზრდილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები